სხვა

17:25 | 18.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა წოდებაში წინსვლა გაინაღდა

ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ნაცუ ბაშოზე მე-8 გამარჯვება იზეიმა, რისი წყალობითაც დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დაფიქსირება ვადაზე ადრე მოახერხა.

დასავლეთის მე-8 მაეგაშირას წოდების მქონე ქართველმა სეკიტორმა ამჯერად დასავლეთის მე-11 მაეგაშირა შოჰოძანს აჯობა (ჰიკიოტოშით), შემდეგ ორთაბრძოლას კი დასავლეთის მე-9 მაეგაშირა დაიეშოსთან გამართავს, რომელთანაც ერთადერთი გასული შერკინება მოგებული აქვს.

აღსანიშნავია, რომ სატურნირო ცხრილში ტოჩინოშინი მხოლოდ ოთხ სუმოისტს ჩამორჩება. იოკოძუნა ჰაკუჰო და ოძეკი კისენოსატო 11-11 მოგებით ლიდერობენ, იოკოძუნებს ჰარუმაფუჯის და კაკურიუს კი აქტივში 9-9 გამარჯვება აქვთ.

ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე მაისის სუპერტურნირზე წარმატებული დღე ჰქონდა თეიმურაზ ჯუღელსაც. აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირას ტიტულის მქონე გაგამარუმ აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირა სოკოკურაის იორიკირით აჯობა და 6 მარცხის წილ მე-5 მოგება გაიფორმა.

იოლი გამოსათვლელია, რომ წოდებაში წინსვლისთვის, ქართველ გოლიათს დარჩენილი 4 შეხვედრიდან სამის მოგება სჭირდება. გაგამარუს მომდევნო მეტოქე აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა ტაკანოივა იქნება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 3:1-ს ამარცხებს.

ნაცუ ბაშოს მე-11 დღის მიმოხილვა

გაგამარუს ორთაბრძოლა 1:35-დან, ტოჩინოშინის - 5:38-დან

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060939