ჭადრაკი

14:30 | 18.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავა ლიდერს 0.5 ქულით ჩამორჩა

კოსოვის ქალაქ გიაკოვაში მიმდინარე ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე 6 ტურის თავზე ერთპიროვნულად დაწინაურდა ხორვატი ივან სარიჩი (2650), რომელმაც თავი 5.5 ქულას მოუყარა. ლიდერს 0.5 ქულით 5 მოჭადრაკე ჩამორჩება, რომელთა შორის ბაადურ ჯობავაც (2661) იმყოფება. საქართველოს ნაკრების ლიდერი დამატებითი მაჩვენებლებით მესამეა.

გასულ ტურში სარიჩმა თეთრი ფიგურებით რუს მაქსიმ მატლაკოვს (2693) სძლია, დანარჩენი ლიდერების პარტიები კი ყაიმით დასრულდა. პოლონელი რადოსლავ ვოიტაშეკი (2722) ჩეხ დავიდ ნავარას (2735) დაუზავდა, ხოლო ჯობავა – რუს ერნესტო ინარკიევს (2686).

მე-7 ტურში, რომელიც 19 მაისს შედგება, ცენტრალური შემდეგი პარტიებია: ირანკიევი – სარიჩი, ნავარა – ჯობავა, კოვალენკო (ლატვია, 2644) – ვოიტაშეკი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115811