კალათბურთი

13:50 | 17.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ოკლაჰომამ” “გოლდენ სტეიტს” აჯობა (+VIDEO)

დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველ მატჩში “გოლდენ სტეიტი” შინ “ოკლაჰომასთან” 102:108 დამარცხდა. პირველი ტაიმი “გოლდენ სტეიტმა” 13-ქულიანი სხვაობით მოიგო. თუმცა მეორე ტაიმში ოკლაჰომელებმა 19-ქულით იმარჯვეს და სერიაში 1:0 დაწინაურდნენ. რასელ უესტბრუკი ორმაგი დუბლით გამოირჩა - 27 ქულა, 12 პასი, 7 ჩაჭრა, 6 მოხსნა. დურანტმა გუნდს 26 ქულა და 10 მოხსნა შესძინა. კარიმ 26 ქულა ჩააგდო.

სერიის მეორე შეხვედრა ისევ “გოლდენ სეიტის” დარბაზში 19 მაისს თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.

“გოლდენ სტეიტი” – “ოკლაჰომა” 102:108 (27:21, 33:26, 28:38, 14:23)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125025