ფეხბურთი

0:08 | 17.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნობლი ჰოჯსონზე ნაწყენია

“ვესტ ჰემის” ნახევარმცველი მარკ ნობლი, ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, როი ჰოჯსონის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, “ჩაქუჩების” მოთამაშე ევრო 2016-ის გაფართოებულ შემადგენლობაში ვერ მოხვდა.

“მე მშვენიერი სეზონი მქონდა და ბუნებრივია, რომ ნაწყენი ვარ. დენი დრინკვოთერზე ან ფაბიან დელფზე გაბრაზებული ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, მე უკეთ ვთამაშობდი, ვიდრე დენი. ფაბიანი კი ტრავმებს ძალიან ხშირად იღებდა. გადავწყვიტე, რომ ნაკრებიდან წავიდე იქამდე, სანამ როი ჰოჯსონი არ წავა. ინგლისს წარმატებებს ვუსურვებ საფრანგეთში, თუმცა ევროპის ჩემპიონატს არ ვუყურებ და ამ დროს იბიცაზე ვიქნები”, - დაწერა განაწყენებულმა ნობლიმ საკუთარ Twitter-ზე.

ნობლიმ აწ უკვე დასრულებული სეზონი მართლაც ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა და პრემიერლიგის 37 მატჩში, 7 გოლით და 4 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

დრინკვოთერმა 35 შეხვედრაში, 3 ბურთი გაიტანა და 8-ჯერ გუნდელებს გაატანინა, ხოლო დელფიმ მხოლოდ 17 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი შეაგდო.

ასე რომ, “ვესტ ჰემის” 29 წლის ფეხბურთელს გაბრაზების საბაბი ნამდვილად აქვს, რადგან მთელი სეზონის განმალობაში დელფზე გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა, თუმცა ჰოჯსონმა მისი გარჯა არ დააფასა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138155