“რომის” მასტერსის ფინალში ენდი მარეიმ მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი 6:3, 6:3 დაამარცხა. ბრიტანელმა კარიერაში 36-ე ტიტული მოიპოვა და “რომის” მასტერსი პირველად მოიგო.
შეხვედრა საათსა და 37 წუთში დასრულდა. ენდიმ 6-დან სამი ბრეიკი შეასრულა, ნოლემ სამი შესაძლებლობიდან ვერც ერთი ბრეიკი ვერ გააკეთა. შეხვედრაში სულ 115 ქულა გათამაშდა საიდანაც 65 ენდომ მოიგო, ხოლო ნოლემ – 50.
ურთიერთშეხვედრებში ჯოკოვიჩი მარეის 23:10-ს უგებს. ენდიმ “რომის” მასტერსის მოგებით სარეიტინგო 1000 ქულა გამოიმუშავა.







