ფეხბურთი

15:38 | 15.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

დვალიშვილი ისევ ეროვნულ ნაკრებში

საქართველოს ნაკრების თავკაცმა ვლადიმირ ვაისმა პოლონური “პოგონის” ფორვარდი ლადო დვალიშვილი გამოიძახა. ამ ინფორმაციას პოლონური საიტები ავრცელებენ. დვალიშვილი 2014 წლის შემოდგომის შემდეგ პირველად მიიწვიეს ნაკრებში.

24 მაისიდან ეროვნული გუნდი ავსტრიაში დაიწყებს შეკრებას და იქ ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს: 27 მაისს სლოვაკეთთან, 3 ივნისს კი რუმინეთთან. კიდევ, 7 ივნისს ვაისის გუნდი ხეტაფეში ეთამაშება ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტს, მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს.

“ლადო სამმაგად მოტივირებულია, ის სამი ამხანაგური მატჩისთვის გამოიძახეს, - გაიხუმრა “პოგონის” მწვრთნელმა ჩესლავ მიხნიევიჩმა, - დვალიშვილი ბოლო პერიოდში გაცილებით უკეთ ათამაშდა, ვიდრე პირველ წრეში იყო. ის ფსიქოლოგიურადაც კარგადაა მომზადებული”.

შეგახსენებთ, ვაისი დვალიშვილის თამაშს დაესწრო პოლონეთში და ფეხბურთელმა იმ შეხვედრაში მშვენიერი გოლი გაიტანა.

34 მატჩი, 5 გოლი- ასეთია დვალიშვილის სტატისტიკა ეროვნულ ნაკრებში. ბოლოს საუდის არაბეთს გაუტანა 2014 წელს, ამხანაგურ მატჩში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112767