ფეხბურთი

23:25 | 12.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

დეშამმა, ბენ არფა ევრო 2016-ს მიღმა დატოვა

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა იმ 23 ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა, რომლებიც ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე ითამაშებენ.

მოულოდნელად, ევრო 2016-ს მიღმა დარჩა “ნიცას” შემტევი ჰატემ ბენ არფა, რომელმაც მიმდინარე სეზონი დიდებულად ჩაატარა და არაერთი ძლიერი გუნდის ინტერესი გამოიწვია. ის მხოლოდ სარეზერვო მოთამაშეებს შორის მოხვდა და შესაძლოა, იმ შემთხვევაში მოუწიოს თამაში, თუ რომელიმე მოთამაშე ტრავმა მიიღებს.

საფრანგეთი ევროპის ჩემპიონატზე ასეთი შემადგენლობით წარსდგება:

მეკარე: უგო ლორისი (“ტოტენჰემი”), სტივ მანდანდა (“მარსელი”), ბენუა კოსტილი (“კაენი”);
მცველები: რაფაელ ვარანი (“რეალი”), ლორან კოშელნი (“არსენალი”), ელიაკიმ მანგალა, ბაკარი სანია (ორივე “მანჩესტერ სიტი”), ჟერემი მატიე (“ბარსელონა”), პატრის ევრა (“იუვენტუსი”), კრისტოფ ჟალე (“ლიონი”), ლუკას დინიე (“პარის სენ-ჟერმენი”);
ნახევარმცველები: ლასანა დიარა (“მარსელი”), ნ’გოლო კანტე (“ლესტერი”), ბლეზ მატუიდი (“პარის სენ-ჟერმენი”), მუსა სისოკო (“ნიუკასლი”), იოჰან კაბაიე (“კრისტალ პალასი”), პოლ პოგბა (“იუვენტუსი”);
თავდამსხმელები: ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”), დიმიტრი პაიე (“ვესტ ჰემი”), ენტონი მარტიალი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), კინგსლი კომანი (“ბაიერნი”), ოლივიე ჟირუ (“არსენალი”), ანდრე-პიერ ჟინიაკი (“ტიგრესი”);
სარეზერვო მოთამაშეები: ალფონსო არეოლა (“ვილიარეალი”), ჰატემ ბენ არფა (“ნიცა”), კევინ გამეირო (“სევილია”), ალექსანდრე ლაკაზეტი, სამუელ უმტიტი (ორივე “ლიონი”), ადრიან რაბიო (“პარის სენ-ჟერმენი”), მორგან შნეიდერლენი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), ჯიბრილ სიდიბე (“ლილი”).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114851