ფეხბურთი

16:22 | 12.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჰამრენმა შვედეთი ევროპის ჩემპიონატისთვის დარაზმა

შვედეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ჰამრენმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

საფრანგეთში გასამართ ტურნირზე შესაძლოა ვერ წავიდეს "ჰამბურგის" ნახევარმცველი ალბინ ეკდალი, რომელსაც ტრავმა აწუხებს. ასევე "ბორდოსთან" მატჩში ფეხის დაზიანება მიიღო ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, თუმცა პსჟ-ს თავკაცის ლორან ბლანის განცხადებით, თავდამსხმელის ტრავმა სერიოზული არაა.

შვედები ევროპის ჩემპიონატზე E ჯგუფში იტალიის, ბელგიის და ირლანდიის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან. უეფას ოფიციალური ვებგვერდი ინფორმაციით, ჰამრენის რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: ანდრეას ისაქსონი ("ქასიმფაშა", თურქეთი), რობინ ოლსენი ("კოპენჰაგენი", დანია), პატრიკ კარლგრენი (აიკი)

მცველები: ლიუდვიგ აუგუსტინსონი, ერიკ იოჰანსონი (ორივე "კოპენჰაგენი", დანია), პონტუს იანსონი ("ტორინო", იტალია), ვიქტორ ლინდელეფი ("ბენფიკა", პორტუგალია), ანდრეას გრანკვისტი ("კრასნოდარი", რუსეთი), მიკაელ ლუსტიგი ("სელტიკი", შოტლანდია), მარტინ ოლსენი ("ნორვიჩი", ინგლისი)

ნახევარმცველები: ჯიმი დურმაზი ("ოლიმპიაკოსი", საბერძნეთი), ალბინ ეკდალი ("ჰამბურგი", გერმანია), ოსკარ ჰილემარკი ("პალერმო", იტალია), სებასტიან ლარსონი ("სანდერლენდი", ინგლისი), პონტუს ვერნბლუმი (ცსკა, რუსეთი), ერკან ზენგინი ("ტრაბზონსფორი", თურქეთი), ოსკარ ლევიცკი ("მალმე"), ემილ ფორსბერგი ("ლაიფციგი", გერმანია), კიმ ჩელსტრემი ("გრასჰოფერსი", შვეიცარია).

თავდამსხმელები: მარკუს ბერგი ("ტრაბზონსფორი", თურქეთი), ჯონ გვიდეტი ("სელტა", ესპანეთი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ, საფრანგეთი), ემირ კუიოვიჩი ("ნორჩიოპინგი")

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120173