ფეხბურთი

17:38 | 10.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

გოგუას ტრავმა აწუხებს, ცხადაძემ “ტობოლთან” მოიგო

გოგიტა გოგუამ “ირტიშის” ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და სწორედ ამიტომ გაუცდა ყაზახეთის ჩემპიონატის მატჩი “თარაზთან”. “ირტიშმა” 2:1 მოიგო და მეორე ადგილზე მყარად დგას. რამდენად სერიოზულია გოგიტას ტრავმა, ეს ჯერ უცნობია.

გოგუა ყაზახეთში მშვენივრად ათამაშდა და მთლიანად ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელადაც მიიჩნევა. დიდი შანსია, ის საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც დააბრუნოს ვლადიმირ ვაისმა, თუმცა ჯერ ექიმები გაარკვევენ, თუ რამდენად სერიოზულია ფეხბურთელის ტრავმა და რა დრო გაუცდება.

აქვე, კახა ცხადაძის გაწვრთნილ “ქაირათზეც”. დღეს მათ “ტობოლს” სტუმრად 2:1 სძლიეს და მეექვსე ადგილზე გადაინაცვლეს.

0.149011