ფეხბურთი

19:10 | 8.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის ლიგა 2016

7 მაისს, 35-ე საფეხბურთო სკოლის სტადიონზე სამოყვარულო ფეხბურთის ჩემპიონატი „თბილისის ლიგა 2016“ დაიწყო. ტურნირის გახსნის ცერემონიას და პირველ შეხვედრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრნენ.

მოყვარულთა ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრაში ერთმანეთს "კვარტალი" და თემქის "გაგური" დაუპირისპირდნენ. მატჩი "გაგურის" გამარჯვებით 7:4 დასრულდა.

"თბილისის ლიგა 2016" დედაქალაქის 16 გუნდს აერთიანებს. მოყვარულ ფეხბურთელთა პირველ ჩემპიონატს "თბილისის ლიგა 2016"-ს საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია, ფეხბურთის განვითარების ფონდისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით ატარებს.

სფფ-ს პრეს-სამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112676