ფეხბურთი

19:00 | 7.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

28-ე ტურის წინ: ცენტრი ივანწმინდასა და ზემო ეწერში

8 და 9 მაისს უმაღლესი ლიგის 28-ე ტური გაიმართება. ბოლოდან მესამე ტურში ორი მატჩი მაინც გამოსარჩევია: “ჩიხურა”-“სიონი” და “ზუგდიდი”-“მერანი”. ივანწმინდაში საჩხერელები თუ მოიგებენ, მეოთხე ადგილს გაინაღდებენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ევროტურნირებზე გავლენ. თუ “სიონი” საქართველოს თასის ფინალში თბილისის “დინამოს” დაამარცხებს, თავად გავა ევროპის ლიგაზე და მეოთხეადგილოსან “ჩიხურას” განზე დატოვებს.

თუმცა ბოლნისელებმა მაინც უნდა იბრძოლონ მეოთხე საფეხურისთვის, რადგან თასის ფინალში მოგება იოლი საქმე არ იქნება და მითუმეტეს, “დინამოსთან” სულაც არ იქნებიან ფავორიტები. ასე რომ, არმაზ ჯელაძის გუნდს ივანწმინდაში მხოლოდ მოგება თუ დააკმაყოფილებს, რათა ოთხქულიანი სხვაობა მინიმალურზე დაიყვანოს. თეორიულად, “ჩიხურას” მესამეზე გასვლაც შეუძლია, მაგრამ 6 ქულით ჩამორჩება “დილას” და ცოტა არ იყოს, რთულია ამაზე ფიქრი.

უშუალოდ ჩემპიონატში, “ჩიხურამ” შინ ბოლოს 23 ოქტომბერს წააგო: “კოლხეთთან” 0:1. “სიონმა” კი გასვლაზე ბოლოს 14 ნოემბერს იმარჯვა: “ზუგდიდთან” 3:1.

“ზუგდიდი”-“მერანი” კი, როგორც იტყვიან, ექვსქულიანი მატჩია. თუ ზუგდიდელები მოიგებენ, მარტვილელებს გადაასწრებენ და ბოლო ადგილს თავს დააღწევენ. “მერანიც” მოსაგებად იბრძოლებს, რადგან ჯერ კიდევ აქვს მე-14 ადგილიდან ზემოთ ანაცვლების შანსი. ერთი კი არის, მარტვილელებს ამ სეზონში სტუმრად არ მოუგიათ (ნეიტრალურ სტადიონს არ ვგულისხმობთ).

ბოლოსწინა ადგილზე მყოფ “საპოვნელას” ქუთაისში ელის გასვლა “ტორპედოსთან”. ქუთათურები უმოტივაციოდ არიან, აი, თერჯოლელებს კი ძალიან სჭირდებათ ქულები. ისე, არც “საპოვნელას” მოუგია სტუმრად ამ სეზონში...

ქვედა სამეული გამოკვეთილია, თუმცა არც ბოლოდან მეოთხეზე და მეხუთეზე მყოფ გუნდებს აქვს რაიმე გარანტირებული. საუბარია “გურიასა” და “ლოკომოტივზე”. ეს უფრო ლანჩხუთელებზე ითქმის, რომლებსაც უფრო რთული კალენდარი აქვთ: ჯერ “დინამოსთან” გასვლა, მერე “სამტრედიასთან” შინ თამაში და ბოლოს “კოლხეთთან” სტუმრად.

ფოთში “კოლხეთი” “სამტრედიას” დაუხვდება. იმერლები მეორე წრეში საუკეთესონი არიან, გასულ ტურში ჩემპიონ “დინამოსაც” სძლიეს და მეორე ადგილზე გასვლა სურთ. ამის გათვალისწინებით, გია ცეცაძის გუნდი ფავორიტი იქნება.

სამტრედიელებს ერთი ქულით ჩამორჩება გორის “დილა”, რომელიც “საბურთალოს” უმასპინძლებს. პაბლო ფრანკოს გაწვრთნილმა “საბურთალომ” ბოლო 8 ტურში ერთხელაც არ წააგო და ჯამში 18 ქულა აიღო, სერიის გაგრძელებას შეეცდება და არ გამოვრიცხოთ, “დილაც” გაამწაროს. ეგაა, ლაშა თოთაძისა და გურამ გოშთელიანის აროფნა დაეტყობათ თბილისელებს.

ტურის ერთადერთი მატჩი, რომელშიც არცერთ გუნდს არ აქვს დიდი სატურნირო მოტივაცია, “ცხინვალი”-“შუქურაა”. ვერც სადმე გადიან, არც ვარდებიან და მშვიდად ასრულებენ ჩემპიონატს, თუმცა აი, კახა კაჭარავას გუნდმა ამასწინათ “სიონს” ბოლნისში მოუგო (3:1).

ერთს ვისურვებდით: ბოლო ტურებმა საეჭვო თამაშების გარეშე ჩაიაროს. ამ მხრივ ბოლო ტურებში კარგი მაგალითი იყო ცხრილის შუაში მყოფი “საბურთალო”, რომელმაც “მერანსაც” სძლია და “ზუგდიდსაც”.

8 მაისი

17:00. ფოთი. “პარკ არენა”

კოლხეთი (ფოთი) – სამტრედია

დისკვალიფიკაცია: ქებურია, კილასონია (კოლხეთი), ცნობილაძე, ახალაძე (სამტრედია)

17:00. ზემო ეწერი. “ცენტრალური”

ზუგდიდი – მერანი (მარტვილი)

დისკვალიფიკაცია: წურწუმია, ქობალია (ზუგდიდი)

17:00. გორი. “თნგიზ ბურჯანაძე”

დილა (გორი) – საბურთალო (თბილისი)

დისკვალიფიკაცია: გოშთელიანი, თოთაძე (საბურთალო)

17:00. თბილისი. “მიხეილ მესხის” სათადარიგო

ცხინვალი – შუქურა (ქობულეთი)

17:00. ქობულეთი. “ჩელე არენა”

დინამო (ბათუმი) – ლოკომოტივი (თბილისი)

დისკვალიფიკაცია: უბილავა, არდაზიშვილი (ლოკომოტივი)

18:00. ქუთაისი. “რამაზ შენგელია”

ტორპედო (ქუთაისი) – საპოვნელა (თერჯოლა)

დისკვალიფიკაცია: ტაბატაძე, ქიმაძე, წილოსანი (ტორპედო)

9 მაისი

17:00. ივანწმინდა. “ცენტრალური”

ჩიხურა (საჩხერე) – სიონი (ბოლნისი)

დისკვალიფიკაცია: დობროვოლსკი (ჩიხურა), ლუის მედინა (სიონი)

18:00. თბილისი. “დინამო არენა”

დინამო (თბილისი) – გურია (ლანჩხუთი)

დისკვალიფიკაცია: ლობჟანიძე, კაკაბაძე, გელაშვილი (დინამო)

ამ წყვილების ურთიერთშეხვედრები პირველ წრეში

ლოკომოტივი – დინამო (ბთ) 1:1

მერანი – ზუგდიდი 0:0

საპოვნელა – ტორპედო 1:5

შუქურა – ცხინვალი 2:2

გურია – დინამო (თბ) 0:2

სამტრედია – კოლხეთი 1:0

სიონი – ჩიხურა 4:0

საბურთალო – დილა 1:3

ჩიხურა   3 - 2    საპოვნელა

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო ბთ   0 - 0    მერანი

შემადგენლობა

მოვლენები

ცხინვალი   1 - 1    ლოკომოტივი

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო თბ   1 - 0    შუქურა

შემადგენლობა

მოვლენები

სამტრედია   1 - 2    სიონი

შემადგენლობა

მოვლენები

დილა   3 - 0    ზუგდიდი

შემადგენლობა

მოვლენები

კოლხეთი   0 - 1    გურია

შემადგენლობა

მოვლენები

ტორპედო   5 - 0    საბურთალო

შემადგენლობა

მოვლენები

Loading...
სტატისტიკა
0.268988