ფეხბურთი

14:38 | 7.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

გურამ გოშთელიანი: “2017 წელს კიდევ უფრო გამოცდილები ვიქნებით”

როგორც უკვე ვწერდით, გურამ გოშთელიანი საქართველოს ჩემპიონატის აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ხოლო პაბლო ფრანკო – საუკეთესო მწვრთნელი. “ლელომ” და “ლიდერბეთმა” “საბურთალოს” წარმომადგენლები გამოარჩია, “ბიბლუს გალერიში” ესპანელი მწვრთნელი და გოშთელიანი დააჯილდოვეს.

ცნობისთვის, რაც “საბურთალოში” პაბლო ფრანკო დაინიშნა, გუნდს არ წაუგია, 8 მატჩში 5 მოგება და 3 ფრე აქვს. 19 წლის გოშთელიანმა კი ორჯერ დუბლი შეასრულა.

გოშთელიანი worldsport.ge-ს ესაუბრა:

- ჩემთვის დიდი პატივია, რომ აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს. მადლობის მეტი რა მეთქმის. ცუდი სერია მქონდა, გოლები ვერ გამქონდა, მაგრამ აპრილში ოთხი ბურთი შევაგდე და ჩემპიონატში 9 გოლი დამიგროვდა. ეს მთლიანად “საბურთალოს” დამსახურებაა, თანაგუნდელების გარეშე შედეგიანობა ძნელია.

- “საბურთალო” ახალგაზრდული გუნდია და კარგა ხანია, ბირთვი ერთად თამაშობს. რამდენად მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ წლებია, ერთად მოდიხართ?

- შეკრული და შეთამაშებული გუნდი ვართ. შედეგიც სახეზეა, ბოლო 8 მატჩი არ წაგვიგია. ზაფხულში გამოცდილი მხოლოდ ლაშა თოთაძე დაგვემატა, თორემ უმაღლეს ლიგაშიც იგივე გუნდით გავაგრძელეთ თამაში, რითაც პირველი ლიგა მოვიგეთ.

- ანუ, პროგრესსაც უნდა ველოდოთ მომდევნო, გარდამავალ სეზონში? შეძლებს “საბურთალო” მაღალი ადგილებისთვის ბრძოლას?

- ოპტიმისტურად ვუყურებ, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. მომდევნო სეზონში პატარები აღარ ვიქნებით, 2017 წელს კი კიდევ უფრო მოგვემატება გამოცდილება.

- გუშინწინ “საბურთალოს” დუბლებში ითამაშე...

- ეს იმიტომ, რომ “დილასთან” მომდევნო ტურს ვტოვებ სამი ყვითელი ბარათის გამო. კარგია, რომ დუბლებში მოვიგეთ, ლიდერ “ლოკომოტივს” 2:0 ვძლიეთ.

- 19-წლამდელთა ნაკრებში ითამაშე ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდზე და ინგლისს გოლიც გაუტანე. საქართველო არცერთ შეხვედრაში არ შერცხვენილა და უძლიერეს მეტოქეებთან თითქმის ტოლ-სწორად ითამაშა. როგორ ფიქრობ, რეალურად შეიძლებოდა უკეთესი შედეგის ჩვენება?

- ნამდვილად იყო შანსი. ინგლისის 19-წლამდელთა ეს შემადგენლობა ორი წლის წინ 17-წლამდელებში ევროპის ჩემპიონი გახდა და ვფიქრობ, წლეულს 19-წლამდელებშიც იგივეს გაიმეორებენ. ესპანეთთან ვიგებდით და 1:1 დავასრულეთ. კარგი თამაში იყო და მოგებაც შეგვეძლო. ბოლო ტურში საბერძნეთთან წავაგეთ, თუმცა მოტივაცია აღარ გვქონდა. მოტივაცია რომ ყოფილიყო, სხვა თამაში იქნებოდა.

- როგორც ცენტრალურ თავდამსხმელს, გკითხავ: მსოფლიოში საუკეთესოდ ვინ მიგაჩნია ამ პოზიციაზე?

- ლუის სუარესი.

ჩიხურა   3 - 2    საპოვნელა

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო ბთ   0 - 0    მერანი

შემადგენლობა

მოვლენები

ცხინვალი   1 - 1    ლოკომოტივი

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო თბ   1 - 0    შუქურა

შემადგენლობა

მოვლენები

სამტრედია   1 - 2    სიონი

შემადგენლობა

მოვლენები

დილა   3 - 0    ზუგდიდი

შემადგენლობა

მოვლენები

კოლხეთი   0 - 1    გურია

შემადგენლობა

მოვლენები

ტორპედო   5 - 0    საბურთალო

შემადგენლობა

მოვლენები

სტატისტიკა
0.237836