ფეხბურთი

15:00 | 7.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“კალიარი” სერია A-ში დაბრუნდა

იტალიური “კალიარი” ერთწლიანი პაუზის შემდგომ სერია A-ში დაბრუნდა. სარდინიულმა კლუბმა გუშინ სერია B-ს მე-40 ტურში გასვლაზე “ბარი” გაანადგურა (3:0) და უმაღლესი დივიზიონის საგზური ორი ტურით ადრე გაინაღდა.

“კალიარი” 77 ქულით მე-2 ადგილზეა და უახლოეს მდევარ “ტრაპანის” 11 ქულით უსწრებს. პირველი იღბლიანი კი, “კროტონეა”, რომელსაც 78 ქულა აქვს და იტალიური ფეხბურთის ელიტაში თამაში წინა ტურში დაიბევა.

თეგები“კალიარი”
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100049