ფეხბურთი

12:03 | 7.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბერლუსკონი: “მილანს” ერთ წელიწადში გავყიდი”

იტალიური “მილანის” პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი ამბობს, რომ კლუბს ერთ წელიწადში გაყიდის. როგორც გამოცემა “გაძეტა დელო სპორტი” წერს, ბერლუსკონი გუნდს იმ შემთხვევაში გაასხვისებს, თუ მის მიმკვიდრეს ნათელი გეგმა ექნება “როსონერის” მომავალთან დაკავშირებით.

“თუ მეკითხებით გავყიდი თუ არა “მილანს”? – გპასუხობთ: ერთ წელიწადში. მინდა, რომ “მილანი” კარგ ხელში დავტოვო და კლუბს ჰქონდეს გარანტირებული წარმატებული მომავალი. მინდა, რომ მისი მეპატრონე იტალიელი იყოს.

კრისტიან ბროკის მცირე დრო ჰქონდა ფეხბურთელებთან კონტაქტისთვის და თავისი სათამაშო სტილის დამკვიდრებისთვის. ჩვენ რამდენიმე თამაშში არ გაგვიმართა, მაგალითად, ვერონაში, სადაც წავაგეთ ერთი ჯარიმისა და პენალტის გამო, რომელიც არ იყო. ბროკის გაწეულ სამუშაოს 21 მაისის შემდეგ შევაფასებთ”, - განაცხადა ბერლუსკონიმ.

შეგახსენებთ, “როსონერის” ტიფოზები ბოლო დროს ბერლუსკონის მიმართ უკმაყოფილებას საჯაროდ გამოხატავენ და მას გუნდის გასხვისებისკენ მოუწოდებენ. იტალიურ მედიაში ინფორმაცია იმის შესახებაც გაჩნდა, თითქოს ლომბარდიულ გრანდში ჩინური ინვესტიცია იდებოდა, მაგრამ ბერლუსკონის ამის შესახებ ცნობა არ დაუდასტურებია.

0.123908