ფეხბურთი

18:03 | 6.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2016-ს ჩემბერლენიც დააკლდება

ლონდონის “არსენალის” შემტევი ნახევარმცველი ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე ვერ გაემგზავრება. ამის მიზეზი 22 წლის ფეხბურთელის მუხლის ტრავმაა. აღსანიშნავია, რომ ჩემბერლენი თებერვალში მიღებული დაზიანების შემდგომ უქმობდა, ბოლო დროს ვარჯიში გაანახლა, მაგრამ როგორც მარჯვენა ფეხზე ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, მან 2 თვე ისევ ლაზარეთში უნდა გაატაროს.

მიმდინარე სეზონში ნიჭიერმა შემტევმა პრემიერლიგის 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლის გატანა შეძლო. რაც შეეხება ინგლისის ეროვნულ ნაკრებს, “ლომების” მაისური “არსენალის” მოთამაშემ აქამდე 24-ჯერ მოირგო და 5 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116855