ფეხბურთი

16:23 | 6.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” ვარანით დაინტერესდა

“მანჩესტერ იუნაიტედს” “რეალის” 23 წლის ფრანგი მცველის რაფაელ ვარანის გადაბირება სურს, აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მანჩესტერული კლუბი ვარანის შეძენას ზაფხულში აპირებს. გავრცელებული ინფორმაციით, თავად ვარანსაც სურს კლუბის დატოვება, რადგან ხშირად სასტარტოში ვერ ხვდება.

ვარანის მიმართ ინტერესს ასევე “ბაიერნი” და პსჟ-ც იჩენენ.

რაფაელმა კარიერა 2010 წელს “ლენსში” დაიწყო. 2011 წლიდან მცველი “სამეფო კლუბის” ღირსებას იცავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1096