ფეხბურთი

10:53 | 5.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: “თასი ჯერ არ მოგვიგია”

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი კმაყოფილია. როგორც მან “მანჩესტერ სიტისთან” გამარჯვების შემდეგ თქვა, მის სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში იყო. იქვე, ზიზუმ იტალიაში დაბრუნებით (ფინალი მილანში გაიმართება) კმაყოფილება გამოთქვა. მისი განცხადებით, იტალიელი ხალხი მას ყოველთვის თავაზიანად ეპყრობოდა.

“ჩემი მწვრთნელობის პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი საღამო იყო. იმ ხუთ თვეში, რაც მთავარი მწვრთნელი ვარ. ჩვენ ეს დავიმსახურეთ, მაგრამ ჩემპიონები ჯერ კიდევ არ ვართ.

იტალიაში დაბრუნებით კმაყოფილი ვარ. იქ გავიზარდე, როგორც ფეხბურთელი, იტალიელები ყოველთვის თავაზიანად მექცეოდნენ”, - განაცხადა ზიდანმა.

სხვათა შორის, ზიდანი ათი წლის შემდეგ პირველი ფრანგი მწვრთნელია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში რანგში გავიდა. ბოლოს, ასეთ წარმატებას ფრანგი სპეციალისტებიდან არსენ ვენგერმა უწია 2006 წელს, თუმცა, მაშინ ვენგერის “არსენალი” “ბარსელონასთან” დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130743