ფეხბურთი

13:51 | 3.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

დე ხეამ რონალდუს შედეგი გაიმეორა

ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” ესპანელი მეკარე დავიდ დე ხეა ზედიზედ მესამედ აღიარეს კლუბის საუკეთესო მოთამაშედ. ამის შესახებ მანჩესტერელთა ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.

25 წლის კიპერმა მიმდინარე სეზონში ინგლისის ჩემპიონატში ჩატარებული 32 მატჩიდან 14-ში საკუთარი გუნდის კარის უგოლოდ შენახვა მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ დე ხეას გარდა, “მანჩესტერ იუნაიტედში” სეზონის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული ჯილდო ზედიზედ სამჯერ მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს მიუღია. პორტუგალიელი “წითელი ეშმაკების” ღირსებას 2003-2009 წლებში იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109398