ფეხბურთი

13:15 | 3.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზღაპარს ყოველთვის კეთილი დასასრული აქვს

როგორ წესი, ყველა ზღაპარს კეთილი დასასრული აქვს და ლესტერული ზღაპარიც ასევე დასრულდა. ისტორიაში პირველად, ერთი, ჩვეულებრივი ინგლისური გუნდი პრემიერლიგის ჩემპიონია! – ახლა უკვე ოფიციალურად. “მელიებმა” ერთი შეხედვით დაუჯერებელი ისტორია რეალობად აქციეს და საფეხბურთო მატიანეში ერთ-ერთი უდიდესი სენსაციის შემოქმედნი გახდნენ.

სეზონის წინ კლაუდიო რანიერის გუნდს სათვალავში ბუნებრივია, არავინ აგდებდა და მეტიც, გავარდნის ყველაზე რეალურ კანდიდატად სწორედ “ლესტერი” სახელდებოდა. არავის სჯეროდა რიად მაჰრეზის, ჯეიმი ვარდისა და განსაკუთრებით, კლაუდიო რანიერის. სხვათა შორის, იტალიელი სპეციალისტი წელიწადნახევრის წინ საბერძნეთის ნაკრებიდან უსახელოდ დაითხოვეს, როდესაც 2014 წლის ნოემბერში, ელადების მთავარმა გუნდმა ფარერების ეროვნულ ნაკრებთან წააგო. და მაინც, “ლესტერული ზღაპრის” მთავარი შემოქმედი სწორედ რომ იტალიელია.

მართლაც ძნელია, გავიხსენოთ ასეთი მოულოდნელი და შთამბეჭდავი ტრიუმფი რომელიმე გუნდისგან თუ ნაკრებისგან. ბოლოს რაც მახსენდება, საბერძნეთის ნაკრების ევროპის ჩემპიონობაა 2004 წელს, მაგრამ ერთია მოიგო ერთთვიანი საფეხბურთო ტურნირი და მეორე ისეთი მარათონული გათამაშება, როგორიც მაგალითად პრემიერლიგაა. ტურნირი, სადაც ისეთი გუნდები თამაშობენ, როგორებიც “ჩელსი”, “სიტი”, “იუნაიტედი”, “არსენალი” ან თუნდაც “ტოტენჰემია”.

“ლესტერმა” დაამტკიცა, რომ ფეხბურთში ყველაფერს ფული არ წყვეტს და ყველაფერს ფულით ვერ იყიდი. ამ გუნდის წარმატება ერთმნიშვნელოვნად დასტურია იმისა, რომ ნამდვილი ფეხბურთი ჯერ კიდევ ცოცხლობს და ვფიქრობ, ნეიტრალურ ქომაგს ყველაზე მეტად უნდა ახარებდეს მომხდარი ფაქტი. მართალია, არავინ იცის, როგორ ითამაშებს მომდევნო სეზონში რანიერის გუნდი, შეეჭიდება თუ არა საჩემპიონო ტიტულს მიჯრით მეორედ, მაგრამ როგორც უნდა იყოს, ფაქტს ვერ გავექცევით: “ლესტერზე” თაობები ისაუბრებენ, მოუყვებიან შვილებს, შვილიშვილებს და ა.შ...

რაც დრო გადიოდა “ლესტერის” ჩემპიონობა უფრო და უფრო რეალური ხდებოდა, მაგრამ მაინც ძნელად აღსაქმელი რეალობა გახლდათ და ვინძლო, თვითონ “მელიების” თავგადაკლული ქომაგნიც ვერ იჯერებდნენ, რომ ამის გაკეთება მათ საყვარელ გუნდს შეეძლო. გუნდს, რომელიც შარშან ზუსტად ამ დროს ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოდა და ძალზე ადვილი შესაძლებელი იყო გავარდნილიყო. შესაბამისად, ახლა ისტორიულ მოვლენაზე საუბარი არცერთ ჩვენგანს მოუწევდა...

ასეა თუ ისე, ზღაპარი დასრულდა, დასრულდა ჩინებულად, ისე, როგორც უნდა დასრულებულიყო – “ლესტერი” ჩემპიონია, ინგლისის ღირსეული ჩემპიონი და შეუძლებელია ამ პატარა გუნდის მიმართ სიმპათიებით არ განეწყოს გულშემატკივარი – ეს, მაგალითია მთლიანად დარჩენილი საფეხბურთო სამყაროსთვის, რომ თურმე, ფული ყველაფერს არ განაპირობებს, მთავარია მოედანზე გახვიდე და გულით ითამაშო...

არსენალი   4 - 0    ასტონ ვილა

შემადგენლობა

მოვლენები

ნიუკასლი   5 - 1    ტოტენჰემი

შემადგენლობა

მოვლენები

უოტფორდი   2 - 2    სანდერლენდი

შემადგენლობა

მოვლენები

ვესტ ბრომვიჩი   1 - 1    ლივერპული

შემადგენლობა

მოვლენები

ჩელსი   1 - 1    ლესტერი

შემადგენლობა

მოვლენები

სუონსი   1 - 1    სიტი

შემადგენლობა

მოვლენები

სტოკი   2 - 1    ვესტ ჰემი

შემადგენლობა

მოვლენები

ევერტონი   3 - 0    ნორვიჩი

შემადგენლობა

მოვლენები

საუთჰემპტონი   4 - 1    კრ. პალასი

შემადგენლობა

მოვლენები

მანჩესტერი   3 - 1    ბორნმუთი

შემადგენლობა

მოვლენები

Loading...
სტატისტიკა
0.233982