ფეხბურთი

19:10 | 29.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

უმაღლესი ლიგის 27-ე ტური: ჩემპიონი სამტრედიაში

30 აპრილს საქართველოს უმაღლესი ლიგის 27-ე ტურის მატჩები გაიმართება. ცენტრალურ დაპირისპირებას სამტრედია უმასპინძლებს. „ეროსი მანჯგალაძეზე“ ერთმანეთს ადგილობრივი „სამტრედია“ და თბილისის „დინამო“ შეხვდებიან. გასულ ტურში დედაქალაქელებმა ჩემპიონობა მოიპოვეს, იმერული კლუბი კი მეორე ადგილის დაკავების მთავარი კანდიდატია.

მესამე ადგილზე მყოფი „დილა“ თბილისს ეწვევა და „მიხეილ მესხზე“ „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდება. გორელები ევროსაგზურისთვის იბრძვიან, თბილისელები კი,უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად.

უმაღლესი ლიგის აუტსადერთათვის 27-ე ტური უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნების ერთ-ერთი ბოლო შანსია. „მერანი“ შინ „კოლხეთს" მიიღებს, „ზუგდიდი“ - „საბურთალოს“, „საპოვნელა“ კი ბათუმის „დინამოს“.

სამტრედია - დინამო თბ.

სამტრედია, "ეროსი მანჯგალაძე", 16:00

მსაჯები: ა.ნონიკაშვილი, ლ.თოდრია, ა.კოკაია, დ.სანოძე (1 დამ.ასისტენტი), გ.ავაზაშვილი (2 დამ.ასისტენტი), გ.ვარდიძე (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ავთო ენდელაძე, გიორგი დათუნაიშვილი, ბიძინა ცინცაძე (სამივე სამტრედია), ჯაბა ჯიღაური (დინამო თბ)

ლოკომოტივი - დილა

თბილისი, "მიხეილ მესხი", 20:00

მსაჯები: გ.ვადაჭკორია, ზ.მენთეშაშვილი, დ.ჩიგოგიძე, ბ.გლუშჩუკი (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: გიორგი გაბაძე, დავით უბილივა (ორივე ლოკომოტივი), ალან ბაგაევი (დილა)

სიონი - ცხინვალი

ბოლნისი, "თამაზ სტეფანია", 16:00

მსაჯები: გ.ყრუაშვილი, დ.კურტანიძე, ა.აფციაური, მ.ბეუქლიშვილი (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ლუკა რაზმაძე (სიონი)

გურია - ჩიხურა

ლანჩხუთი, "ევგრაფი შევარდნაძე", 16:00

მსაჯები: ჯ.ხორავა, ბ.ჭიჭინაძე, ი.მაჩიტიძე, გ.დოგრაშვილი (სათადარიგო)

მერანი - კოლხეთი ფ

მარტვილი, "მურთაზ ხურცილავა", 16:00

მსაჯები: გ.ვადაჭკორია, ზ.მენთეშაშვილი, დ.ჩიგოგიძე, ბ.გლუშჩუკი (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: გიორგი ლემონჯავა (კოლხეთი ფ)

ზუგდიდი - საბურთალო

ზემო ეწერი, ცენტრალური სტადიონი, 16:00

მსაჯები: ი.კვირიკაშვილი, მ.კუპატაძე, კ.სადილიანი, გ.კიკაჩეიშვილი (სათადარიგო)

საპოვნელა - დინამო ბთ

ზესტაფონი, "დავით აბაშიძე", უმაყურებლოდ, 16:00

მსაჯები: დ.ხარიტონაშვილი, ზ.ფიფია, დ.გაბისონია, შ.ქუხილავა (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: დავით ბოლქვაძე (საპოვნელა), ჯემალ გოგიტიძე (დინამო ბთ)

შუქურა - ტორპედო

ქობულეთი, "ჩელე არენა", 16:00

მსაჯები: ა.ბასლეჰლო, ი.უკლება, გ.ელიკაშვილი, პ.მაჭარაძე (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ირაკლი კომახიძე (შუქურა), ვამო წილოსანი (ტორპედო)


დინამო თბ 26 22 1 3 67 24 43 67
სამტრედია 26 17 3 6 58 29 29 54
დილა 26 16 5 5 42 21 21 53
ჩიხურა 26 14 5 7 44 22 22 47
სიონი 26 13 7 6 45 27 18 46
ცხინვალი 26 10 9 7 41 32 9 39
დინამო ბთ 26 10 7 9 37 29 8 37
საბურთალო 26 10 6 10 44 52 -8 36
ტორპედო 26 10 6 10 36 38 -2 36
შუქურა 26 9 8 9 26 28 -2 35
კოლხეთი ფ 26 7 5 14 19 34 -15 26
ლოკომოტივი 26 5 9 12 24 31 -7 24
გურია 26 5 9 12 24 41 -17 24
მერანი 26 4 6 16 24 56 -32 18
ზუგდიდი 26 3 8 15 25 55 -30 17
საპოვნელა 26 3 6 17 17 54 -37 15

სფფ-ს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115662