ფეხბურთი

15:02 | 28.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლამ “ვისენტე კალდერონის” მოედნის საფარი დაიწუნა

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა უკმაყოფილო დარჩა “ვისენტე კალდერონის” მოედნის საფარით, სადაც მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/2-ფინალურ მატჩში “ატლეტიკოსთან” 0:1 დამარცხდა. ესპანელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ მოედანზე ბალახი ჩვეულებრივზე მაღალი იყო, რამაც მის გუნდს თამაშის სწრაფ ტემპში წარმართვაში ხელი შეუშალა.

გვარდიოლამ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ თამაშის წინ უეფას წარმომადგენლებს ესაუბრა ამის შესახებ და თხოვა შეემოწმებინათ ბალახის სიმაღლე შეესაბამებოდა თუ არა დასაშვებ ნორმებს. თუმცა, მიუნხენელთა თავკაცს მარცხი მხოლოდ ამით არ აუხსნია და მისი გუნდის მიერ დაშვებულ შეცდომებზე გაამახვილა ყურადღება:

“შეხვედრის უმეტესი ნაწილი კარგად ჩავატარეთ და მომენტებიც გვქონდა, თუმცა ჩემპიონთა ლიგაში წარმატების მიღწევა შეუძლებელია თუ 90 წუთის განმავლობაში მაღალ დონეზე არ ითამაშებ. ეს მატჩი გაკვეთილად უნდა გამოვიყენოთ, რომ მომავალ კვირაში იგივე შეცდომები არ დავუშვათ. რა თქმა უნდა, ეს შედეგი ჩვენთვის ცუდია, მაგრამ წინ კიდევ მინიმუმ 90 წუთი გვაქვს სათამაშო ჩვენი გულშემატკივრების თვალწინ “ალიანს არენაზე”- დასძინა გვარდიოლამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110882