ფეხბურთი

13:31 | 28.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდელები მატჩის შემდგომ

მადრიდის “ატლეტიკოს” ფეხბურთელებმა და მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ “ბაიერნთან” მოგებული (1:0) ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/2-ფინალური დაპირისპირების შემდგომ, ჟურნალისტებთან ისაუბრეს.

დიეგო სიმეონე: “სასურველ შედეგს მივაღწიეთ. პირველი ნახევარში მშვენივრად ვითამაშეთ და შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესო 45 წუთი ვაჩვენეთ, ხოლო მეორე ტაიმში მეტოქემ შემოგვიტია და იძულებულები გავხდით თავი დაგვეცვა.

შესანიშნავი შეხვედრა გამოდგა, ემოციებით დატვირთული. ჩვენი მეტოქე ძალიან ძლიერია და მიუნხენში ურთულესი შეხვედრა გველოდება, თუმცა ჩვენ გამოწვევებისთვის მზად ვათ.”

იან ობლაკი: “მოგებაზე ვითამაშეთ. მისაღები შედეგიც დავაფიქსირეთ, თუმცა ვიცით, რომ მიუნხენში მძიმე გამოცდა გველის.

ახლა საჭიროა, რომ გუშინდელი შეხვედრა დავივიწყოთ და 100%-ით ლა ლიგის შაბათის მატჩზე გადავერთოთ, ხოლო შემდეგ “ბაიერნთან” სამშაბათს გასამართ შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ.

საულმა საოცრად ითამაშა და ასეთი ლამაზი თამაშით, უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოგვიპოვა. “ბაიერნი” შესანიშნავი კლუბია, რომელსაც უძლიერესი ფეხბურთელები ჰყავს. თუმცა, მათ წინააღმდეგ თამაში შეიძლება და ეს ჩვენ დავამტკიცეთ. იმედი მაქვს, რომ მომდევნო თამაშშიც ამას გავაკეთებთ.

ჩვენ მეტოქეს უდიდეს პატივს ვცემთ, თუმცა არავის გვეშინია.”

ფერნანდო ტორესი: “ფანტასტიური საღამო იყო. ძალიან ბედნიერები ვართ. ის შედეგი მივიღეთ, რაც გვინდოდა და ახლა ამავეს გაკეთებას მეორე მატჩში უნდა ვეცადოთ. “ბაიერნი” მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ფრთხილად უნდა ვიყოთ.”

ანტუან გრიზმანი: “გამარჯვებით ძალიან კმაყოფილნი ვართ. მეორე ნახევარში “ბაიერნმა” საკუთარი ძალა დაგვანახა.

ჩვენთვის უკეთესი იყო, როცა 4-4-2 ტაქტიკას დავუბრუნდით. შესაძლოა, ტელევიზორიდან ჩვენი თამაში სანახაობრივი არ ჩანს, თუმცა ეს ჩვენი თამაშია – მკაცრი დაცვა და მომენტების მაქსიმალური რეალიზება.”

შეგახსენებთ, რომ საპასუხო 1/2-ფინალური შეხვედრა 3 მაისს მიუნხენში გაიმართება.

0.121261