კალათბურთი

11:45 | 27.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” ევროლიგას გამოეთიშა

“ლოკომოტივ ყუბანმა” ევროლიგის პლეი-ოფიდან“ “ბარსელონა” გამოაგდო. სერიაში ანგარიში 2:2 იყო და გადამწყვეტ შეხვედრაში “ლოკომოტივმა” შინ ესპანურ გრანდს 81:67 მოუგო. მატჩში გარდამტეხი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, რომელშიც რუსულმა კლუბმა 23:5 იმარჯვა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 17 ქულა “ლოკომოტივის” ამერიკელმა გამთამაშებელმა მალკომ დელაინმა ჩააგდო. “ბარსაში” 13 ქულით სტრატოს პერპეროღლუ გამოირჩა.

ევროლიგის ოთხთა ფინალში ცსკა, “ფენერბახჩე, “ლაბორალ კუჩა” და “ლოკომოტივ ყუბანი” გვიდნენ. ოთხთა ფინალი ბერლინში 13-15 მაისს გაიმართება.

0.123118