კალათბურთი

20:00 | 26.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნოვიცკიმ პიპენს გადაასწრო

“დალას მავერიკსის” ლიდერმა დირკ ნოვიცკიმ პლეი-ოფში ჩაგდებული ქულებით ლეგენდარულ სკოტი პიპენს გადაასწრო.

“ოკლაჰომამ” შინ “დალასი” 118:104 დაამარცხა. დირკმა 24 ქულა ჩააგდო და ნბა-ს პლეი-ოფებში 3663 ქულა დაუგროვდა, ხოლო სკოტი პიპენს 3642 ქულა აქვს. ნოვიცკი ამ მაჩვენებლით მე-14 ადგილზე იმყოფება.

ნბა-ს პლეი-ოფების ყველა დროის საუკეთესო მექულე მაიკლ ჯორდანია – 5987.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119566