ფეხბურთი

11:04 | 25.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

თურქეთში ყველაფერს ნახავთ - ქომაგმა მსაჯი სასტიკად სცემა (+VIDEO)

თურქეთის სუპერლიგაში ყველაფერს ნახავთ - ამჯერად, ინციდენტი მოხდა გუშინ, "ტრაბზონსფორისა" და "ფენერბაჰჩეს" მატჩის მიმდინარეობისას. საქმე ისაა, რომ აღნიშნულ შეხვედრას სტუმრები დიდი ანგარიშით, 4:0 იგებდნენ, რამაც მასპინძელთა ერთ-ერთი ქომაგი გააღიზიანა და მანაც ჯავრი კარის ხაზის არბიტრზე იყარა...

სტადიონზე შევარდა და მსაჯს ჯერ მუშტები დაუშინა, მერე წიხლები... სანამ ვოლქან ბაიარლსანი გაგიჟებულ ქომაგს ხელიდან გამოართვეს, გვარიანად ნაცემი იყო. ჯერჯერობით უცნობია თუ რა სასჯელი ელოდება თავდამსხმელს და თავად "ტრაბზონსფორს", რომელმაც სტადიონზე უსაფრთხოების ზომები ვერ დაიცვა.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, აღნიშნული ინციდენტის შემდეგ აღარც გაგრძელებულა.

Loading...
0.112398