ფეხბურთი

17:57 | 23.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქვედა ხუთეული მოგების გარეშე

დასრულდა 26-ე ტურის ხუთი მატჩი. ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფმა ხუთივე გუნდმა დღეს ითამაშა და ვერცერთმა ვერ მოიგო... აქედან ორნი ერთმანეთს ხვდებოდნენ: "ზუგდიდი" "ლოკომოტივს" ამარცხებდა, თუმცა თბილისელებმა მეორე ნახევარში გაათანაბრეს და მნიშვნელოვანი ქულა აიღეს - 1:1.

ახლა ისე მოხდა, რომ ბოლო სამ ადგილზე მყოფი გუნდები გამოიკვეთნენ: "მერანი", "ზუგდიდი" და "საპოვნელა". ალბათ, სწორედ მათგან გავარდება ორი და მესამე გადათამაშებაში მოხვდება.

"ლოკომოტივი" და "გურია" საშიშ ზონას 6 ქულით დაშორდნენ, წინ კი მხოლოდ 4 ტური დარჩა.

აჭარული დერბი ბათუმის "დინამოსა" და ქობულეთის "შუქურას" შორის 2:2 დასრულდა. ბათუმელები ორჯერ იგებდნენ, თუმცა ანგარიში ვერ შეინარჩუნეს.

"საბურთალომ" სტუმრად 5:2 სძლია "მერანს". დუბლი შეასრულა გურამ გოშთელიანმა, თითო-თითო კი ირაკლი რუხაძემ, გიორგი ხარაიშვილმა და რატი ცაწკრიალაშვილმა გაიტანეს. მარტვილელი ბესიკ ჩიმაკაძის ორი გოლი საკმარისი ვერ გამოდგა.

"დილამაც" ბოლოს გატეხა "საპოვნელა". 86-ე წუთამდე 1:1 იყო, თუმცა ლევან ნონიკაშვილმა და ირაკლი მოდებაძემ გაიტანეს.

ერთი უგოლო მატჩიც გამოერია: "ცხინვალი"-გურია".

დილა (გორი) - საპოვნელა (თერჯოლა) 3:1

გოლები: 1:0 თემურ ღონღაძე (14), 1;1 ბუხაიძე (63), 2:1 ნონიკაშვილი(86), 3:1 მოდებაძე (87)

დინამო (ბათუმი) - შუქურა (ქობულეთი) 2:2

გოლები: 1:0 კომაზეცი (25), 1:1 თარხნიშვილი (26 პენ), 2:1 შონია(43), 2:2 ურიდია (81)

მერანი (მარტვილი) - საბურთალო (თბილისი) 2:5

გოლები: 0:1 რუხაძე (13), 1:1 ჩიმაკაძე (18), 1:2, 1:3 გოშთელიანი (51, 56), 2:3 ჩიმაკაძე (76), 2:4 ხარაიშვილი(79), 2:5 ცაწკრიალაშვილი (90+3)

ზუგდიდი - ლოკომოტივი (თბილისი) 1:1

გოლები: 1:0 ტყემალაძე (43), 1;1 დიასამიძე (73)

ცხინვალი - გურია (ლანჩხუთი) 0:0

ხვალ ტურის კიდევ სამი მატჩი გაიმართება: ქუთაისში "ტორპედო" ბოლნისის "სიონს" უმასპინძლებს, ფოთში "კოლხეთი" თბილისის "დინამოს" მიიღებს, ხოლო ივანწმინდაში საჩხერის "ჩიხურა" და "სამტრედია" ითამაშებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112835