ფეხბურთი

0:33 | 23.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტური ვაისის თანდასწრებით

23-24 აპრილს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 26-ე ტურის მატჩები გაიმართება. ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას ივანწმინდა უმასპინძლებს. ცენტრალურ სტადიონზე ერთმანეთს საჩხერის „ჩიხურა“ და „სამტრედია“ შეხვდებიან.

ორივე გუნდი ევრო საგზურისთვის იბრძვის და ეს ფაქტორი საინტერესო მატჩის წინაპირობა უნდა გახდეს. ლიდერი თბილისის „დინამო“ ფოთს ესტუმრება და ადგილობრივი „კოლხეთის” წინააღმდეგ ითამაშებს.

მოქმედი ჩემპიონი „დილა“ კი აუტსაიდერ „საპოვნელას“ უმასპინძლებს. ზემო ეწერის ცენტრალურ სტადიონზე „ზუგდიდი“ თბილისის „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდება.

შაბათ-კვირას დაგეგმილ საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი დაესწრება.

დინამო ბთ - შუქურა

შუქურა, „ჩელე არენა“, 16:00

მსაჯები: დ. სანოძე, ი. მაჩიტიძე, ფ. ჭაავა, ბ. გლუშჩუკი (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ბექა ვარშანიძე (დინამო ბთ)

ზუგდიდი - ლოკომოტივი

ზემო ეწერი, ცენტრალური სტადიონი, 16:00

მსაჯები: ბ. ნინუა, დ. ჩიგოგიძე, ს. სპიცინი, გ. დოგრაშვილი (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ზვიად სიხარულია, ნიკა ლაშხია, ოთარ ჯავაშვილი (სამივე ზუგდიდი)

მერანი - საბურთალო

მარტვილი, „მურთაზ ხურცილავა“, 16:00

მსაჯები: გ. ვადაჭკორია, გ. ელიკაშვილი, ი. უკლება, პ. მაჭარაძე (სათადარიგო)

დილა - საპოვნელა

გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“, 16:00

მსაჯები: ლ. სილაგავა, ლ. თოდრია, ა. კოკაია, გ. ავაზაშვილი (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: თენგიზ ჩიკვილაძე, დავით ბოლქვაძე (ორივე საპოვნელა)

ცხინვალი - გურია

თბილისი, „მიხეილ მესხი“ სათადარიგო, 16:00

მსაჯები: ი. კვირიკაშვილი, ზ. მენთეშაშვილი, ი. კაკაბაძე, გ. ვარდიძე (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: დავით მაისაშვილი (ცხინვალი)

ტორპედო - სიონი

ქუთაისი, „რამაზ შენგელია“, 19:00

მსაჯები: ჯ. ხორავა, დ. გაბისონია, ზვ. ერქვანია, ზვ. ტუღუში (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ვანო წილოსანი, ბაქარ მირცხულავა (ორივე ტორპედო)

ჩიხურა - სამტრედია

ივანწმინდა, ცენტრალური სტადიონი, 16:00

მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, ლ. ვარამიშვილი, ზ. ფიფია, გ. ყრუაშვილი (1 დამ.ასისტენტი), შ. ქუხილავა (2 დამ.ასისტენტი), გ. ვადაჭკორია (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ნიკა სანდოხაძე (სამტრედია)

კოლხეთი ფ - დინამო თბ

ფოთი, "პარკი არენა", 16:00

მსაჯები: ლ. კვარაცხელია, ბ. ჭიჭინაძე, ზ. ბერულავა, კ. გიორგაძე (სათდარიგო)

დისკვალიფიკაცია: გურამ გურეშიძე, მერაბ გიგაური (ორივე კოლხეთი ფ)

სფფ-ს პრესსამსახური

0.11103