ჩოგბურთი

16:01 | 21.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველი წყვილთა ფინალშია

ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი ყაზახურ შიმკენტში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირის წყვილთა თანრიგის ფინალში ითამაშებს.

ნახევარფინალში მე-2 განთესვით მოთამაშე მეტრეველმა და რუსმა მარკოს კალოველონისმა მე-3 რეიტინგის მქონე ხორვატულ-არგენტინულ ტანდემს (სერდაროვიჩი-ზუკასი) 6:4, 6:4 სძლიეს.

გადამწვეტ მატჩში მეტრეველი და კალოველონისი პირველი რეიტინგით მოასპარეზე უზბეკურ-ბელარუსულ წყვილს (ფაიზიევი-ვასილევსკი) ეთამაშებიან.

ერთეულთა ტურნირის მეოთხედფინალში მე-3 ნომრად განთესილი მეტრეველი მე-5 რეიტინგის მქონე ბელარუს მაქსიმ დუბარენკოსთან 6:1, 2:6, 4:6 დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.101284