ფეხბურთი

12:30 | 21.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიგზს გლაზგოში ეპატიჟებიან

ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის თანაშემწე რაიან გიგზი ახალი სეზონიდან, შესაძლოა, შოტლანდიის ჩემპიონატში დასაქმდეს.

როგორც Daily Mail-ი იტყობინება, უელსელ სპეციალისტს “სელტიკის” ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა შესთავაზა. წყაროს ცნობით, გიგზს საბოლოო პასუხი ჯერ არ უთქვამს და გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მიიღებს, მას შემდეგ, რაც მანჩესტერელთა სამომავლო გეგმებს გაიგებს.

რამდენიმე დღის წინ “სელტიკი” შოტლანდიის თასის ნახევარფინალში ჯერ კიდევ ქვედადივიზიონელ “რეინჯერსთან” პენალტების სერიაში დამარცხდა. ამ თამაშის შემდეგ გაირკვა, რომ გუნდის ამჟამინდელი თავკაცი რონი დეილი ზაფხულში პოსტს დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის შედეგებით, “რეინჯერსი” შოტლანდიის პრემიერლიგას უბრუნდება და თუ გლაზგოური გუნდების დაპირისპირების პრიციპულობას გავითვალისწინებთ, ეს, “სელტიკის” სამომავლო გეგმებზეც მოახდენს გავლენას.

0.112631