ჭადრაკი

0:30 | 20.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ყუფარაძემ იმარჯვა

საერთაშორისო ოსტატ გიგა ყუფარაძის (2593) გამარჯვებით დასრულდა ქართული ვაჟთა გრან პრის მეორე ეტაპის გათამაშება.

გამარჯვებულმა პირველობა 9-დან 7.5 ქულით დავით მაღალაშვილთან (2513) ერთად გაინაწილა და მეტოქეს დამატებითი მაჩვენებლებლებით გაუსწრო. მესამე ადგილზე 6.5 ქულით კონსტანტინე შანავა (2523) გავიდა.

ტურნირში 1000-ლარიანი საპრიზო ფონდი იყო დაწესებული, რომელიც შემდეგნაირად გადანაწილდა: I ადგილი – 500 ლარი, II ადგილი – 300 ლარი, III ადგილი – 200 ლარი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120747