ფეხბურთი

21:07 | 19.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” ჰუმელსით დაინტერესდა

“ბარსელონა” “დორტმუნდის” 27 წლის მცველით მატს ჰუმელსით დაინტერესდა. აღნიშნულ ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს. “ბარსა” გერმანელი ფეხბურთელის გადაბირებას ზაფხულში შეეცდება.

ჰუმელსს დორტმუნდელებთან კონტრაქტი 2017 წელს ეწურება, თუმცა, წყაროს ცნობით, მოთამაშეს სეზონის ბოლო კლუბიდან წასვლა გადაწყვეტილი აქვს.

ჰუმელსი “დორტმუნდის” ღირსებას 2009 წლიდან იცავს. მან ამ დროში 219 შეხვედრა ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110227