ფეხბურთი

11:52 | 19.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ალი პრემიერლიგის რეკორდსმენია (+VIDEO)

ინგლისის პრემიერლიგის ბინადარ “ტოტენჰემის” შემტევი დელე ალი პრემიერლიგის ისტორიაში შევიდა. საქმე ისაა, რომ ინგლისელი ფეხბურთელი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ნახევარცველი, რომელმაც ინგლისის ჩემპიონატში 10 გოლის გატანა მოახერხა. ალიმ ამ ნიშნულს 20 წლის და 7 დღის ასაკში უწია.

ინგლისის ნაკრების წევრმა რეკორდი გუშინ, “სტოკ სიტისთან” (4:0) მატჩში (VIDEO) დაამყარა, რომელშიც დუბლი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ალის აღნიშული 10 გოლიდან ბოლო ხუთი დანიელი კრისტიან ერიქსენის პასით აქვს გატანილი.

წინა რეკორდის მფლობელები უელსელი რაიან გიგზი და რაჰიმ სტერლინგი იყვნენ, რომლებმაც 20 წლის ასაკამდე პრემიერლიგის ერთ სეზონში 9 გოლის გატანა შეძლეს.

შეგახსენებთ, ალი “ტოტენჰემში” პირველ სეზონს ატარებს და საერთოდაც პრემიერლიგაში. აქამდე იგი პირველ ლიგაში “მილტონის” ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.159331