ფეხბურთი

12:33 | 18.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

“პარმა” პროფესიონალებს დაუბრუნდა

ცნობილი იტალიური კლუბი “პარმა” პროფესიონალურ დონეს ოფიციალურად დაუბრუნდა. საქმე ისაა, რომ “მერძევეებმა” იტალიის სერია D-ს XXXV ტურში საკუთარ მოედანზე “დელტა როვიგოს” 2:1 აჯობეს და ლეგა პროს საგზური ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე გაინაღდეს. ლეგა პრო კი, სწორედ ის ადგილია, საიდან იტალიაში პროფესიონალური დონე იწყება.

“პარმას” განვლილ 35 ტურში 85 ქულა დაუგროვდა და აქამდე ჯერ მატჩიც არ წაუგია (25 მოგება, 10 ფრე).

შეგახსენებთ, ერთ დროს სახელოვანი გუნდი შარშან სერია A-დან დაქვეითდა, მაგრამ მწვავე ფინანსური კრიზისის გამო გაკოტრდა და სერია B-ს ნაცვლად თამაში სამოყვარულო დონეზე მოუწია. აღსანიშნავია, რომ გუნდის პრეზიდენტი წარსულში ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ნევიო სკალაა. მიუხედავად გასაჭირისა, “პარმა” არც კაპიტან ვეტერან მცველ ალესანდრო ლუკარელის მიუტოვებია.

თეგები“პარმა”
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120982