ფეხბურთი

17:46 | 16.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა საბანაძე: "ვშრომობ და მიხარია, რომ რეგრესს თავი დავაღწიე"

ნიკა საბანაძე მხსნელად მოევლინა "მერანს" და მარტვილელებმა რომ წლეულს ბოლო ადგილს თავი დააღწიეს, დიდწილად მისი დამსახურებაა. 24 წლის ფორვარდმა მეორე წრეში 5 გოლი გაიტანა და ყველა - გადამწყვეტი. გუშინაც, ბოლო წუთებზე თავურით გაათანაბრა თბილისის "ლოკომოტივთან" და გუნდს მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა.

საბანაძე 6 წლის წინ გამოჩნდა უმაღლეს ლიგაში, როცა ქუთაისის "ტორპედოში" კარგად ათამაშდა. სამი კარგი სეზონი ჰქონდა, მერე კი იყო "ზესტაფონი", "დინამო", "საბურთალო". არც თავად მალავს, რომ თამაშს მოუკლო, თითქიოს გაჩერდა და აი, "მერანში" ისევ შედეგიანია.

Worldsport.ge საბანაძეს ესაუბრა:

- ვშრომობ და მიხარია, რომ მიფასდება. ღმერთის წყალობით, ნელ-ნელა შევედი ფორმაში. არ უნდა გავჩერდე და უახლოესი მიზანი რაც გვაქვს, უმაღლეს ლიგაში უნდა დავრჩეთ. მე-14 ადგილზე ვართ, ანუ საფლეიოფო ზონაში. დარჩენილ მატჩებს რომ გადავხედე, სხვა აუტსაიდერებთან შედარებით კარგი კალენდარი გვაქვს. ზედიზედ ორი საშინაო შეხვედრა გველის, "საბურთალოსთან" და "კოლხეთთან". ვეცდებით, 6 ქულა ავიღოთ.

- რატომ გქონდა რეგრესი, რა იყო ამის მიზეზი?

- დავუფიქრდი და გავაანალიზე. ხშირად ნერვიულობა და ზედმეტი ემოციურობა მირევდა თამაშს. ეს უნდა გამომესწორებინა და ჩემს თავზე ვიმუშავე. კიდევ უნდა ვიმუშაო, ყველაფერი წინაა.

- "მერანში" მისვლამდე უკრაინის პირველი ლიგის ერთ-ერთ ლიდერში, ჩერკასის "დნეპრში" ვარჯიშობდი და ამხანაგურში გოლი გაიტანე...

- იქ ხელფასზე ვერ შევთანხმდით. რა პირობებიც მითხრეს, შემდეგ შეცვალეს. თან უკვე სეზონიც იწყებოდა. ამ დროს გამოჩნდა "მერანის" ვარიანტი, მწვრთნელმა ბადრი კვარაცხელიამ დამირეკა. სხვა არცერთი გუნდი არ შემხმიანებია, დრო კი აღარ იცდიდა.

- "მერანში" რამდენად კარგი ატმოსფეროა?

- კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი. მეგობრული გუნდია და ერთი მიზნის გარშემო ვტრიალებთ. პირობების მხრივაც კარგი მდგომარეობაა: ხელფასები და პრემიები არ გვიანდება.

- "ლოკომოტივთან" გუშინდელი მატჩის ბოლოს ჩხუბი ატყდა. რა მოხდა იმ მომენტში?

- განსაკუთრებული არაფერი, პატარა გაუგებრობა იყო. "ლოკომოტივის" მწვრთნელსა და ჩვენს ფეხბურთელს შორის მოხდა გაუგებრობა. ბიჭებმა გავაშველეთ.

- იყო პერიოდი, ეროვნული ნაკრების კანდიდატად ითვლებოდი, გამოძახებულიც იყავი. გაქვს იმედი, რომ ნაკრებში თამაშს შესძლებ?

- ხელი არასოდეს არ უნდა ჩაიქნიო. ფეხბურთია და ხანდახან არის ჩავარდნა. უნდა იშრომო და დაგიფასდება. კიდევ ვამბობ, ბევრიუ რამ გავაანალიზე. ხელის ჩაქნევა ნაადრევია, რაღაც ეტაპზე გაჩერება არ მიყვარს და იმედია, უფრო წინ წავალ.

ჩიხურა   3 - 2    საპოვნელა

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო ბთ   0 - 0    მერანი

შემადგენლობა

მოვლენები

ცხინვალი   1 - 1    ლოკომოტივი

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო თბ   1 - 0    შუქურა

შემადგენლობა

მოვლენები

სამტრედია   1 - 2    სიონი

შემადგენლობა

მოვლენები

დილა   3 - 0    ზუგდიდი

შემადგენლობა

მოვლენები

კოლხეთი   0 - 1    გურია

შემადგენლობა

მოვლენები

ტორპედო   5 - 0    საბურთალო

შემადგენლობა

მოვლენები

სტატისტიკა
0.266037