ფეხბურთი

14:36 | 16.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

დუნგა: “სილვა ნაკრებში ბევრი მიზეზის გამო ვერ ხვდება”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კარლოს დუნგა ამბობს, რომ პსჟ-ს მცველს ტიაგო სილვას ეროვნულ გუნდში ბევრი მიზეზის გამო არ იძახებს. ბრაზილიელი სპეციალისტი ფეხბურთელისადმი პრეტენზიებს საჯაროდ არ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ მიზეზები მხოლოდ სპორტული ხასიათის არაა.

“რომ გითხრათ სილვას უბრალოდ სპორტული მიზეზების გამო არ ვიძახებ, ტყუილი იქნება. ბევრმა ფაქტმა მიმიყვანა იქამდე, რომ ეს გადაწყვეტილება მიმეღო. ის კლუბში უკეთ თამაშობს, ვიდრე ნაკრებში” – ციტირებს დუნგას სიტყვებს A Bola.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113284