რაგბი

0:57 | 16.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

“შევარდენზე” მსოფლიოსთვის მზადება გახურდა

უმცროსმა “ბორჯღალოსნებმა” 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების დასკვნითი შეკრების პირველი კვირა დაასრულეს. 30 მაისს ტურნირზე გამგზავრებამდე, ნაკრები კიდევ ოთხ კვირას ივარჯიშებს, შუალედში კი ერთ კვირას დაისვენებს.

უფროს “ბორჯღალოსანთა” მსგავსად, 20-წლამდელთა სამწვრთნელო შტაბიც მზადების ბოლო ეტაპზე სარაგბო ელემენტებთან ერთად, ფიზ-მომზადების პროგრამით ავარჯიშებს გუნდს, რაშიც 20-წლამდელთა მაწრთობს, გიორგი ნადარეიშვილს “ბორჯღალოსანთა” ფიზ-მომზადების მწვრთნელი – ირაკლი ჭყონია ეხმარება.

ნაკრები შეკრებაზე 7 აპრილს რომ შევიდა, ქართული რაგბის ქომაგებს ვრცელი სტატია შემოგთავაზეთ, სადაც ერთ-ერთი მწვრთნელი ლადო კილასონია მზადების პროცესზე და ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების მიზნებზე გვესაუბრა. სტატიაში ასევე მოთხრობილია 20 წლამდელთა წინა შეკრებებზე და სამხრეთ ამერიკულ ტურნეზე.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი 7-25 ივნისს მანჩესტერში გაიმართება, რომელშიც ქართული რაგბის ისტორიაში პირველად, მსოფლიოს 12 ელიტარულ ახალგაზრდულ ნაკრებს შორის ჩვენი 20-წლამდელებიც იასპარეზებენ.

ჯგუფური ეტაპის მატჩების განრიგი:

7 ივნისი: ახ. ზელანდია – საქართველო

11 ივნისი: უელსი – საქართველო

15 ივნისი: ირლანდია – საქართველო

ტრადიციას არ ვარღვევთ

შარშან საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდსა და სოც-მედიის პლათფორმებზე “ბორჯღალოსნების” 2015 წლის მსოფლიო თასისთვის მზადებისთვის თვალყურის დევნა ყოველკვირეული დღიურების მეშვეობით იყო შესაძლებელი.

თითოეულ ეპიზოდში ქომაგები ნახულობდნენ – როგორ ემზადებოდა ეროვნული ნაკრები, ასევე ისმენდნენ “ბორჯღალოსნების” და სამწვრთნელო შტაბის წევრების ინტერვიუებს. ტრადიციას არც წელს დავარღვევთ და დღეიდან ვიწყებთ 20-წლამდელთა დღიურებს. ყოველ ახალ ეპიზოდს შეძლებისდაგვარად კვირაში ერთხელ ჩვენს ვებ-გვერდზე ფეისბუქზე და თვითერზე შემოგთავაზებთ.

დღიურების პირველ ეპიზოდში:

კომენტარებით გიორგი ნადარეიშვილი და ირაკლი ჭყონია უმცროსი “ბორჯღალოსნების” შეკრების პირველი კვირის, გეგმებისა და გუნდის მდგომარეობის შესახებ.

www.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111764