ფეხბურთი

12:20 | 14.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: “პენალტზე სათქმელი არაფერი მაქვს”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის “ატლეტიკოსთან” (0:2) მარცხის მერე აღიარა, რომ მისი გუნდი ძალიან ცუდ ფორმაშია. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა განაცხადა, ისინი მუშაობას გააგრძელებენ, რომ ლა ლიგასა და სამეფო თასზე წარმატებას მიაღწიონ.

“ფეხბურთი ესაა, ზოგი აგებს, დანარჩენები კი იმარჯვებენ. ახლა ჩვენ არ ვართ მშვიდად, მაგრამ ვფიქრობთ დარჩენილ ორ ტურნირზე, სადაც ასპარეზობას ვაგრძელებთ. ყოველთვის საჭიროა უკეთესობაზე ფიქრი, თუმცა ვაღიარებთ, რომ პოზიტიური მომენტი არ გვიდგას.

თერთმეტმეტრიანი? – სათქმელი ნამდვილად არაფერი მაქვს. რაც შეეხება ვერმოგებულ სამ თამაშს, რა თქმა უნდა, ნერვული დრო დაგვიდგა, მაგრამ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ”, - აღნიშნა გვარდიოლამ.

“ბარსელონას”, რომელიც შარშანდელი ტურნირის გამარჯვებული იყო, ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მოგებას ვერ ახერხებს. საერთოდ, ასეთი რამ აქამდე არცერთ გუნდს გაუკეთებია და თასს წელსაც ახალი მფლობელი ეყოლება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117937