ფეხბურთი

5:58 | 13.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: “რონალდუ საუკეთესოა”

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი “ვოლფსბურგთან” მოგებული მატჩის (3:0) შემდგომ პრესკონფერენციაზე გამოცხადდა და აღნიშნული შეხვედრა გაანალიზა.

გასაკვირი არაა, რომ ფრანგმა სპეციალისტმა განსაკუთრებულად კრიშტიანო რონალდუ აქო, რომელმაც “მგლებს” სამი გოლი გაუტანა.

“ვგრძნობ, რომ კარგად ვიმუშავეთ. გამარჯვება იოლი ნამდვილად არ იყო. მე ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. ეს განსაკუთრებული საღამო იყო, როდესაც ის მივიღეთ, რაც გვსურდა.

კრიშტიანო რონალდუ ადასტურებს, რომ ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. ის განსაკუთრებულია, რადგან ყოველ მოთამაშეს ასეთი დონის მატჩში სამი ბურთის გატანა არ შეუძლია.

ეს არის ჩემი მწვრთნელობის საუკეთესო საღამო. ახლა უნდა დავისვენოთ და კიდევ ერთ მნიშვნელოვან მატჩზე უნდა გადავერთოთ, რომელიც შაბათს გველის.

მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს, რომელნიც ბოლომდე გვერდში გვედგნენ და “რეალის” გამარჯვებაში ძალიან დიდი როლი შეასრულეს”, - განაცხადა ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ “რეალმა” ორი მატჩის ჯამში “ვოლფსბურგი” 3:2 დაამარცხა და 1/2 ფინალში გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.164354