კალათბურთი

18:21 | 12.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

რასელ უესტბრუკის 18 წუთში გაკეთებული სამმაგი დუბლი (+VIDEO)

“ოკლაჰომამ” შინ “ლეიკერსი” 112:79 დაამარცხა. რასელ უესტბრუკმა ნბა-ს ისტორიაში მეორე ყველაზე სწრაფი სამმაგი დუბლი გააკეთა. შეხვედრის დაწყებიდან 18 წუთის შემდეგ რასელის ანგარიშზე 11 ქულა, 10 მოხსნა და 10 პასი იყო. ნბა-ს ყველა დროის უსწრაფესი სამმაგი დუბლი 1955 წელს ჯიმ ტაკერის ანგარიშზეა, რომელმაც აღნიშნულის გაკეთება 17 წუთში მოახერხა.

რასელის მონაგარი მატჩის ბოლოს 14 ქულა, 10 მოხსნა და 14 პასი იყო.

უესტბრუკმა მიმდინარე სეზონში მეთვრამეტე სამმაგი დუბლი გაიფორმა, რაც წლევანდელ ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137516