ფეხბურთი

17:04 | 12.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლადო დვალიშვილი: “გოლები მჭირდება”

ლადო დვალიშვილის “პოგონი” იმ 8 გუნდს შორისაა, რომლებიც ცალკე გააგრძელებენ ბრძოლას პოლონეთის ჩემპიონობისთვის. 30-ტურიანი რეგულარული სეზონი დასრულდა და 8 გუნდი ცალკე, ერთ წრედ ითამაშებს, ასევე 8 (მათ შორის, ლაშა დვალის “შლიონსკი”) უმაღლესში დასარჩენად იბრძოლებს.

დვალიშვილს იანვარ-თებერვალში ხშირად გაჰქონდა გოლები ამხანაგურ მატჩებში, აი, ექსტრაკლასაში კი წლეულს ჯერ არ გაუტანია:

“გოლები მჭირდება. მიუხედავად იმისა, თუ რა დრო მეძლევა სათამაშოდ, მაინც მსურს რომ “პოგონს” გოლებით დავეხმარო. ამ დარჩენილი 7 ტურიდან 4 შინ გვექნება და ესეც პლუსია. შინ ვიწყებთ “პოდბესკიძიესთან” შეხვედრით. მეტოქეს მნიშვნელობა არ აქვს, აუცილებლად უნდა მოვიგოთ საშინაო მატჩები”.

დვალიშვილს თავის ყოფილ კლუბზე, ვარშავის “ლეგიაზეც” ჰკითხეს, თუ რამდენად დიდი შანსი აქვს ჩემპიონობისა.

“დრო გვაჩვენებს, ისე კი “ლეგია” საკმაოდ ძლიერია. კავშირს ვინარჩუნებ ძველ თანაგუნდელებთან, ტომაშ ბრჟისკისთან და ბარტომ ბერეშინსკისთან. ჩემი მეგობრები არიან დომინიკ ფურმანი და ივიცა ვრდოლიაკი, თუმცა ისინი ”ლეგიაში” აღარ თამაშობენ. როცა ვარშავის კლუბში ვთამაშობდი, ორჯერ გავხდი ჩემპიონი. ახლაც შეუძლიათ იგივეს გაკეთება, თუმცა “პოგონზე” ვფიქრობ. შანსები ჩვენც გვაქვს”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133913