ჩოგბურთი

15:47 | 11.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველი უზბეკეთში მე-2 ნომრად განთესეს

ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი უზბეკეთში რჩება და ბუხარას საერთაშორისო ტურნირში ითამაშებს, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია.

მეტრეველი ძირითად ბადეში მე-2 ნომრადაა განთესილი და პირველ წრეში რუს დენის მაცუკევიჩს გაეჯიბრება. თუკი ქართველმა ჩოგბურთელმა მას სძლია, ბულგარელ მლადენოვსა და უზბეკ სულტონოვს შორის უმჯობესს ეთამაშება.

წყვილთა ტურნირში ალექსანდრე მონაწილეობას არ მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112573