თამაშგარე

13:05 | 11.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზლატანის ცოლის პარიზული სიტკბოება

სანამ ზლატან იბრაჰიმოვიჩი პარიზის გადარევითაა დაკავებული, მისი მეუღლე პარიზის გარეუბანში მდებარე ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ უბანში ახალი ვილის შესაძენად ემზადება, რაც ირიბადაც და პირდაპირაც ნიშნავს იმას, რომ ზლატანის ოჯახი საფრანგეთის დედაქალაქში ცხოვრებას კიდევ დიდი ხნით აპირებს.

ჰელენა სეგერი ადრე კი იძახდა, ჩვენი ოჯახისათვის პარიზში პატარა ბინაც საკმარისიაო, მაგრამ როგორც ჩანს, საფრანგეთის დედაქალაქმა თავისი დიდებულებით სხვა მრავალთან ერთად, იბრაჰიმოვიჩების ოჯახიც დაატყვევა და ახლა უკვე ის დროა, გიჟუა ზლატანი ფრანგულ კრუასანებს აწობდეს კაკაოში.

რაც შეეხება ზლატანის მეუღლეს... ჰელენა სეგერი ერთ დროს ფოტომოდელი იყო და დიდად გატაცებულიც გახლდათ ამ ხელობით. ეს კი არადა, იყო შემთხვევა, როდესაც ზლატანიც კი ჩაითრია და ფოტოკამერის წინ აპოზიორა. ახლა კი, რატომღაც ეს საქმე მიივიწყა და დიასახლისურს "აწვება". ვითომ ყველაფერი წლების მატების ბრალია? რას გაიგებ...

0.096599