ფეხბურთი

14:47 | 9.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფონსეკა: “სუარესს ფსიქიკური პრობლემები აქვს”

ახლო წარსულში ცნობილი ურგვაელი ფეხბურთელის დანიელ ფონსეკას განცხადებით, მისი თანამემამულე ლუის სუარესი ფსიქიკურად დაავადებულია. როგორც იგი ამბობს, მას “ბარსელონას” თავდამსხმელის ვალი არ აქვს.

“სუარესმა სიმართლე არ თქვა. ყველამ იცის, რომ მას ფიქიკური პრობლემები აქვს და სწორედ ამიტომაც ჰყავს ფსიქოლოგი. თუმცა არმგონია, რომ იგი მუშაობდეს. რაც შეეხება იმას, რომ თითქოს მე მისი 200 ათასი ევრო მმართებს, სინამდვილე ნამდვილად არაა”, - თქვა ფონსეკამ ერთ-ერთ იტალიურ რადიოსთან ინტერვიუში.

ლუის სუარესსა და ფონსეკას შორის განხეთქილებაა. საქმე ისაა, რომ “ბარსელონას” ფორვარდი თავის ყოფილ აგენტს 200 ათას ევროს სთხოვს, ჯერ კიდევ იმ დროიდან მოყოლებული, როცა იგი ჰოლანდიურ “გრონინგემში” თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13016