ფეხბურთი

13:44 | 9.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი კოპა ამერიკაზე არ ითამაშებს

სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატმა ანუ, იგივე კოპა ამერიკამ შესაძლოა ბრაზილიელი ნეიმარის გარეშე ჩაიაროს. როგორც გლობო იტყობინება, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ “ბარსელონას” წერილით მიმართა ფეხბურთელის გათავისუფლების შესახებ, თუმცა დიდი ალბათობით, კლუბი მას უარით უპასუხებს.

საქმე ისაა, რომ ზაფხულში “ბარსელონას” ნეიმარის ნაკრებში გაშვება ორჯერ უწევს, რაზეც თანახმანი არ არიან. როგორც ბრაზილიური მედია წერს, ნეიმარი ივნისში გასამართ კოპაზე არ იქნება, სამაგიეროდ, ითამაშებს აგვისტოში, რიოს ოლიმპიადაზე.

ამასთან, ეჭვს იმის შესახებ, რომ კოპა ამერიკა ნეიმარის გარეშე ჩაივლის ისიც ამძაფრებს, რომ ბილეთების გაყიდვის ოფიციალურ ბანერზე ბრაზილიის ნაკრებს არა ნეიმარი (როგორც მთავარი ვარსკვლავი), არამედ დავიდ ლუიზი წარმოადგენს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118506