კალათბურთი

11:57 | 9.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას მწირქულიანი მატჩი და გამარჯვება “მემფისთან” (+VIDEO)

ზაზა ფაჩულიას “დალას მავერიქსმა” ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა და NBA-ს რეგულარული სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე 41 მოგებით და 38 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზე იმყოფება.

დალასელებმა საკუთარ American Airlines Center-ში ამჯერად “მემფის გრიზლის” უმასპინძლეს და 103:93 იმარჯვეს. შეხვედრაში ერთ ქულას და ოთხ მოხსნას დასჯერდა დალასელთა ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია, რომელიც სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 21:37 წუთი დაჰყო. მის თანაგუნდელთაგან 21 ქულით დირკ ნოვიცკი გამოირჩა, ხოლო მეტოქეთაგან 25 ქულით ტონი ალენი.

დალასელები მომდევნო მატჩს 11 აპრილს “კლიპერსის” წინააღმდეგ გამართავენ, 12 აპრილს “იუტას” დაუპირისპირდებიან, რეგულარულ სეზონს კი 14 აპრილს “სან ანტონიოსთან” შეხვედრით დაასრულებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117559