ფეხბურთი

0:56 | 9.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ჰერტა" "ჰანოვერსაც" ვეღარ უგებს

ბერლინის “ჰერტა” 27 ტურის განმავლობაში ისე თამაშობდა, მესამე ადგილზე გასვლის მთავარი კანდიდატი იყო და თავისი უპირატესობა მეტოქეებზე ეჭვქვეშ თითქმის არ დაუყენებია.

თუმცა, XXVIII ტურში დედაქალაქურუ გუნდი გასვლაზე გლადბახში შერცხვა (0:5) და როგორც ჩანს, სერიოზული დარტყმა მიიღო. ყოველშემთხვევაში “ჰერტამ” დღეს საკუთარ მოედანზე წყალწაყებულ და თითქმის გავარდნილ “ჰანოვერს” შინ ვერ მოუგო. მოგებას ვინ ჩივის, ბოლოში ქულის გადარჩენაზე მოუწია ზრუნვა.

არადა, “ჰერტამ” თამაში აქტიურად დაიწყო და მალევე დაწინაურდა ვედად იბიშევიჩის გოლით, მაგრამ მერე უპირატესობა ვერც გაზარდა და ვერც შეინარჩუნა. პირიქით, ჩამორჩა. საბოლოოდ პალ დარდაის გუნდი მარცხისგან სალომონ კალუმ იხნსა.

მართალია, “ჰერტა” კვლავ მესამე ადგილზეა, მაგრამ ახლა უკვე მდევრები ერთ ნაბიჯში არიან და ადვილი შესაძლებელია ბერლინური გუნდი ცოტა ხანში არათუ მესამეზე, არამედ საერთოდ ოთხეულშიც აღარ იყოს. რაც შეეხება “ჰანოვერს” ისევ უიმედო აუტსაიდერია. სხვათა შორის, ამ გუნდმა ხუთამაშიანი წაგებების სერია შეწყვიტა.

“ჰერტა” – “ჰანოვერი” 2:2 (1:1)

ბერლინი, “ოლიმპშტადიონი”

მაყურებელი: 35 000

“ჰერტა” (4-4-1-1): იარშტეინი; პეკარიკი, შტარკი, ლანგკამპი, პლატენჰარდტი; ვეიზერი (დარიდა 57), სკიელბერგი, სიგერსი (სიგერსი 71), ჰარაგუჩი; კალუ; იბიშევიჩი

მწვრთნელი: დარდაი

“ჰანოვერი” (4-2-3-1): ცილერი; საკაი, მილოშევიჩი, სანე, პრიბი (სორგი 79); შმიედებახი, ანტონი; სარენრენ-ბაზე (გულსელამი 73), კიოტაკე, ბეხი (კარამანი 54); სობიეხი

მწვრთნელი: სტენდელი

გოლები: 1:0 იბიშევიჩი (4), 1:1 სობიეხი (18), 1:2 შმიედებახი (58), 2:2 კალუ (72)

გაფრთხილება: კალუ (40), ვეიზერი (57), ლანგკამპი (66) – ბეხი (26), სარენრენ-ბაზე (53), შმიედებახი (74), გულსელამი (82)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (8) – 11 (3) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 7:4 თამაშგარე: 6:1

მსაჯი: ბრანდი

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.169112