ფეხბურთი

16:06 | 8.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

სუარესი კვირის მოთამაშეა

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა კვირის საუკეთესო ფეხბურთელად კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი ლუის სუარესი დაასახელა. uefa.com-ზე მიმდინარე გამოკითხვაში ურუგვაელმა შემტევმა ხმების 51% მიიღო და გამარჯვებული დიდი უპირატესობით გახდა. სუარესმა პირველ მეოთხედფინალურ მატჩში მადრიდის “ატლეტიკოს” დუბლი შეუსრულა და თავის გუნდს 2:1 მოაგებინა.

მეორე ადგილზე “ვოლფსბურგის” შემტევი იულიან დრაქსლერი გავიდა – 19%. მართალია, ახალგაზრდა გერმანელს “რეალთან” გოლი არ გაუტანია, მაგრამ დიდებული შეხვედრა ჩაატარა და თავისი გუნდის სენსაციურ გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა. მესამე - “ბაიერნის” ნახევარმცველი არტურო ვიდალია 16%-ით. “რეკორდმაისტერმა” შინ სწორედ ჩილელის გოლით მოუგო ლისაბონის “ბენფიკას”.

საუკეთესო ოთხეულში ბოლო ადგილი ერგო ხმების 14%-ით ზლატან იბრაჰიმოვიჩს, რომლის პსჟ-მ სახლში “სიტის” ვერ მოუგო – 2:2. აღნიშნულ მატჩში შვედმა გიგანტმა გოლი გაიტანა, თუმცა მანამდე პენალტის გაფუჭებაც მოასწრო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113615