ფეხბურთი

21:49 | 7.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპულს” პარეხოს გადაბირება სურს

“ლივერპული” “ვალენსიას” 26 წლის ნახევარცველით, დანიელ პარეხოთი დაინტერესდა. აღნიშნულ ინფორმაციას Fichajes.net-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ლივერპულელები პარეხოს გადაბირებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეეცდებიან.

ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატში პარეხომ 26 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 6 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.

პარეხო “ვალენსიას” ღირსებას 2011 წლიდნა იცავს, იქამდე კი “ხეტაფეში” “ქუინს პარკ რეინჯერსსა” და “რეალში” თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111432