ფეხბურთი

18:53 | 7.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი “ბარსელონას” მწვრთნელობას გეგმავს

კატალონიის “ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების ყოფილ ლიდერ ჩავი ერნანდესს მწვრთნელობა სურს. როგორც ვეტერანმა ფეხბურთელმა ინტენეტპორტალ fourfourtwo-ს განუცხადა, მას მომავალში “ბარსელონას” თავკაცობა უნდა.

“ეჭვგარეშეა, მინდა მსოფლიო ფეხბურთში დავრჩე. ვფიქრობ, ჩემი ადგილი ოფისში არაა, რადგან ჩემი თავი მოედნის ხაზთან წარმომიდგენია. ჩემი მიზანია “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი გავხდე”, - თქვა ჩავიმ

შეგახსენებთ, 35 წლის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა კატალონია და მთლიანად ძველი კონტინენტი შარშან ზაფხულში დატოვა და კარიერას ყატარში, კერძოდ, საფეხბურთო კლუბ “ალ სადში” აგრძელებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112581