ჩოგბურთი

13:20 | 7.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველმა თამაში ვერ დაასრულა

ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი, რომელიც უზბეკეთის ქალაქ კარშიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) მე-2 ნომრად გახლდათ განთესილი, მეოთხედფინალში დამარცხდა.

მეტრეველი მე-6 რეიტინგის მქონე ბელარუს ილია ივაშკასთან 0:6, 0:2 აგებდა, როდესაც თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

ცნობისთვის, წყვილთა ტურნირში ალექსანდრე სწორედ ივაშკასთან ერთად ირჯებოდა და ასპარეზობა ასევე მეოთხედფინალში დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111425